არომატიზატორებისა და საკვები ინგრედიენტების მიმართულებით, კომპანია "შვიდი მითი" 2016 წლიდან თანამშრომლობს ევროპაში ერთ ერთ ყველაზე ცნობილ კომპანია ეტოლთან, კომპანია რომელიც შედიოდა ფრუტარომის კომპანიათა ჯგუფში და რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკვები დანამატების წარმოებაში.
კომპანია Frutarom Etol დაარსდა 1933 წელს და გახდა ნოვატორი გასტრონომიული გამოცდილების სფეროში.
2015 წელს, Frutarom Etol-მა შეიძინა ხორცი, რძის და გასტრონომიული მრეწველობის - ინგრედიენტების მწარმოებელი წამყვანი რუსული კომპანია PTI.
2018 წელს Frutarom Etol-ი შეიძინა IFF-მ, რომელმაც ადგილობრივ კლიენტებთან მაქსიმალურად ეფექტურად და მოქნილად მუშაობის მიზნით, IFF division-ში შეიქმნა ქვეგანყოფილება Tastepoint by IFF, რომელიც არის პარტნიორობის ახალი მოდელი გემოვნების შექმნაში. კომპანია IFF, 1889 წლიდან ქმნის თავის ისტორიას -ეს არის ფლაგმანი უნიკალური გემოს შეგრძნებების შექმნის სფეროში, რომელიც ცვლის სამყაროს. კომპანიის მთავარი პრინციპია სწრაფვა ინოვაციებისაკენ.
აღნიშნული კომპანიის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, უალკოჰოლო სასმელებისა და საკვების წარმოებაში.
შპს "შვიდი მითი" ტესტპოინტის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.