ბიზნეს-ღონისძიებები

კომპანია “შვიდი მითი” ყოველწლიურად ესწრება მოსკოვში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას „ აგროპროდმაშ“ -ს . 2017 წლის ოქტომბრის თვეში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, უცხოელი პარტნიორების მიწვევით იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნულ გამოფენაზე . ამჯერად გამოფენას დაესწრნენ ჩვენი კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი რამაზ ანდღულაძე , კომერციული დირექტორი დავით ორაგველიძე , ტექნიკური დირექტორი მალხაზ მამეიშვილი და ფინანსური მენეჯერი გიორგი ჯინჭარაძე . ჩვენი კომანიის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს უკვე დიდი ხნის პარტნიორებთან შეხვედრა , მოლაპარაკებების გამართვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის და რუსეთის ბაზარზე არსებული სიახლეების გაზიარება . სრული ხუთი დღის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები შეხვდნენ, როგორც ძველ ,კარგად ნაცნობ პარტნიორებს,  ასევე ახალ კომპანიებს კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში . მათი თქმით შედგა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები . განხორციელებული ახალი პროექტებისა და სიახლეების შესახებ გაცნობებთ ეტაპობრივად .

2017 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა კომპანია "შვიდი მითი"-ს სტამბა, სადაც ხდება ბეჭდვა : პოლიამიდურ  , ფიბროუზ  და ცილოვან ( კოლაგენურ) გასაცმებზე . საბეჭდი მანქანა ბეჭდავს 6+2 ფერში სპიტრიან საღებავებზე.

კომპანია  "შვიდი მითი" აქტიურად ესწრება მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებსა და სემინარებს.

2013 წლიდან დღემდე ყოველ წელიწადს ესწრება "Anti Germ"-ის სემინარებს.

2012-2014წლებში ესწრებოდა გერმანიაში ჰანოვერის სარეცხი საშუალებების გამოფენას.

2015 წელს ესწრებოდა კრიოვაკის სემინარს უკრაინაში.

2017 წელს ამერიკაში შესაფუთი საშუალებების სემინარს 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია 7 მითი ინოვაციური ტექნოლოგიებით გვთავაზობს პროდუქტის მაღალ ხარისხს და დაბალ ფასებს , რაც მომხმარებელთა კმაყოფილებაზე აისახება.