2000 წლიდან ეკო რესურსი ქართული კომპანია „შვიდი მითის“ პარტნიორია
ამ პარტნიორობის ფარგლებში 2017 წელს, აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა კომპანია ეკო რესურს-ნატტექ, რომლის ბაზაზეც იმავე წელს თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა საკვები საღებავების საწარმომ ეკო რესურს-ნატტექ.
ეკო რესურს - ნატტექ ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე
საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 22000-9001
ეკო რესურსთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა ნატტექის მაღალი სტანდარტის, უახლესი აპარატურით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია სადაც ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის გამოშვებამდე წარმოების მთლიანი ციკლი ხარისხის სრული კონტროლით მიმდინარეობს
კომპანია ეკო რესურს - ნატტექ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორცპროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ მოწინავე, მსხვილ საწარმოებთან